TopTrans სპეციალიზებულია იმ ტვირთების გადაზიდვებზე, რომლების ზომის, ფორმისა თუ წონის გამო სტანდარტულ მისაბმელში ან კონტეინერში ვერ თავსდება.
პროცესის შესამსუბუქებლად და უპრობლემო გადაზიდვის უზრუნველსაყოფად გთავაზობთ:
ამაში შედის დემონტაჟი, უფრო მცირე ნაწილებად დაშლა, შეფუთვა და სპეციალიზებულ სატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრება.
ზოგიერთმა გზამ ან ხიდმა შეიძლება ვერ გაატაროს დიდ ტვირთი, შესაბამისად, ვითვალისწინებთ და კლიენტთან ერთად ვირჩევთ მარშრუტებს, სადაც იქნება უზრუნველყოფილი არაგაბარიტული ტვირთების ეფექტური და უსაფრთხო გადაზიდვა.
არაგაბარიტული ტვირთების გადასაზიდად ჩვენ ვიყენებთ ნახევარმისაბმელებს, მომატებული ტვირთამწეობის მქონე პლატფორმებსა და სხვა გადასაზიდ საშუალებას.
არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა დამატებით ნებართვას ითხოვს სარკინიგზო კომპანიების, სახელმწიფო ორგანოებისგან და სხვა ინსტანციებისგან. საჭიროებისამებრ ჩვენი სპეციალისტები შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდებიან.
ჩვენი ინჟინრები მუშაობენ სპეციალურ სტრუქტურებსა და სისტემებზე, რათა უზრუნველყონ უზარმაზარი ტვირთის განთავსება პლატფორმებზე. ამაში იგულისხმება ისეთი აღჭურვილობის უზრუნველყოფა, როგორებიცაა გამოსაწევი მისაბმელები და ამწეები.
ზომისა და მარშრუტის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ თანმხლები მანქანები, რომლებიც ტვირთის გადაზიდვის პროცესის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
ტვირთის მეტი დაცულობისთვის კლიენტებს ვთავაზობთ ორმაგი დაზღვევის სერვისს, რომელიც აერთიანებს ქართულ და ევროპული სადაზღვეო კომპანიები მომსახურებას.
ჩვენი მომხმარებლები სატრანსპორტო პერიოდში იღებენ ინფორმაციას ტვირთის მდებარეობისა და საბოლოო დანიშნულების ადგილზე მისი მიწოდების საორიენტაციო თარიღის შესახებ.