ტვირთის სახმელეთო გადაზიდვა (ევროპა)

  1. მთავარი
  2. საერთაშორისო სერვისები
  3. ტვირთის სახმელეთო გადაზიდვა (ევროპა)
a22261 64dbf1c9c0f04d94b2d6deb97dbd1b81mv2

ტვირთის სახმელეთო გადაზიდვა ევროპის მასშტაბით

ტვირთების სახმელეთო გადაზიდვები ევროპის ქვეყნებში TopTrans-სის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. კომპანია ფლობს ავტოპარკს, ასევე სპეციალურ ტექნიკას მძიმეწონიანი/არაგაბარიტული ტვირთების გადასაზიდად.

კონსოლიდირებული გადაზიდვის შემთხვევაში ხდება რამდენიმე მომხმარებლის ტვირთის განთავსება საერთო კონტეინერში ან სატვირთო ავტომობილში. ასეთი სახის სატრანსპორტო სერვისი მომხმარებლის დანახარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

  • მარშრუტის შედგენა ტვირთის მახასიათებლებისა და დანიშნულების წერტილის მიხედვით;
  • მარშრუტისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალების შერჩევა;
  • სატრანზიტო ქვეყნებში მყოფ პარტნიორებთან შეთანხმება;
  • სატრანსპორტო შეთავაზების მიღება.

ტრანსპორტირების ეტაპები ითვალისწინებს:

კონსოლიდირებული ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება ტვირთის თავისებურების, წარმოშობის ქვეყნისა და საბოლოო დანიშნულების ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე. გადაზიდვის პირველ ეტაპზე ხორციელდება საჭირო სატრანსპორტო საშუალების შერჩევა, ტვირთის აღების ორგანიზება და მიწოდება ტრანზიტულ საწყობში. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მოვახდინოთ ტვირთის კონსოლიდირება სხვა ტვირთებთან. შემდეგ ეტაპზე კი ხორციელდება ტვირთების ტრანსპორტირება სატვირთო ავტომანქანით მათი საბოლოო მიწოდების ადგილზე.

ასევე, ვახორციელებთ ტვირთის სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას, ტრანზიტული საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფასა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ტიპის სერთიფიკატების მომზადებას.
აგრეთვე, საჭიროებიდან გამომდინარე, ვასრულებთ ტვირთის სათანადო შეფუთვასა და მარკირებას.

სასაწყობე მომსახურება მოიცავს ტვირთის შენახვას, დატვირთვა-გადატვირთვას, მარკირებასა და ტრანსპორტირებისთვის მომზადებას. ეს სერვისები შესაძლებლობას ქმნის, მოხდეს სატრანსპორტო შეკვეთის შესრულება. ასევე გთავაზობთ ხანგრძლივი პერიოდით ტვირთის დასაწყობებას მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე.

ეს პროცედურები მოიცავს ტვირთის გადატვირთვას სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებაში: სატვირთო მანქანები, გემები, მატარებლები და თვითმფრინავები. ასევე მათ გადატანას საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში. სწორად ჩატარებული დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცედურები აუცილებელია ტვირთის უსაფრთხო, ეფექტური და დროული გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
რაც შემდეგ სერვისებს ითვალისწინებს:

1. დაგეგმვა და ორგანიზება
ჩატვირთვამდე ჩვენი სპეციალისტები ახორციელებენ ტვირთის განთავსებას კონკრეტულ სივრცეში მისი წონის განაწილებისა და სიმყარის გათვალისწინებით.

2. აღჭურვილობა და ხელსაწყოები
დატვირთვის პროცესის გასამარტივებლად ჩვენ ვიყენებთ შესაბამის აღჭურვილობას: ურიკები, სპეც. ამწეები, სპეც. ქამრები, ხის კონსტრუქციები და დასატვირთი პანდუსები. ზემოაღნიშნული ხელსაწყოები და საწყობის კვალიფიციური მუშაკების ერთობლიობა უზრუნველყოფს უსაფრთხო დატვირთვისა და ტრანსპორტირების შესაძლებლობას გადაზიდვის შემდეგ ეტაპებზე.

3. დატვირთვის პროცედურა
დატვირთვის პროცედურა მოიცავს წონის გადანაწილებას სატვირთო ავტომობილში ან კონტეინერში, რათა არ მოხდეს ერთი მხარის გადაწონვა ან სატვირთო ავტომობილის ღერძებზე არასათანადო დატვირთვა. TopTrans უზრუნველყოფს წონის ლიმიტებისა და დატვირთვის განაწილების საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვით.

ტვირთის დასაფიქსირებლად გამოიყენება შესაბამისი სამაგრები, თასმები, ბადეები და ბლოკირების მასალები. რათა, ტრანსპორტირების დროს არ მოხდეს ტვირთის დაზიანება.

TopTrans სთავაზობს კვალიფიციური ბროკერის მომსახურებას, რაც გურისხმობს ტვირთის ნებისმიერ საბაჟო რეჟიმში მოქცევას ტვირთის საჭიროების შესაბამისად.
ბროკერი ახორციელებს:

  • ტვირთის აღრიცხვა;
  • ტვირთის დასურათება დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში;
  • მძღოლთან და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • საბაჟო დოკუმენტაციის შემოწმება;
  • საბაჟო ოპერაციების განხორციელება.

მომხმარებელს ვთავაზოთ ტვირთის ორმაგი დაზღვევის შესაძლებლობას, რომელიც აერთიანებს, როგორც ადგილობრივ ასევე სხვა ავტორიტეტული ევროპული სადაზღვეო კომპანიების მომსახურებებს.

Toptrans-ის ფლობს სატრანსპორტო საშუალების მრავალ სახეობას. ტვირთის მახასიათებლებიდან გამომდინარე გამოიყენება თანამედროვე სატვირთო ავტომობილები: ტენტიანი, სპეციალიზებული ბაქნის და მრავალღერძიანი ჰიდრავლიკურ მოდულარული მისაბმელები.
ჩვენი მომხმარებლები სატრანსპორტო პერიოდში იღებენ ინფორმაციას ტვირთის მდებარეობისა და საბოლოო დანიშნულების ადგილზე მისი მიწოდების საორიენტაციო თარიღის შესახებ.
  • საკუთარი ავტოპარკი
  • ავტორიტეტული საერთაშორისო სატრანსპორტო პარტნიორები
  • თანამედროვე საწყობების კავშირები მსოფლიოს მასშტაბით
  • ტვირთის დაზღვევის სერვისი
  • სრული პასუხისმგებლობა ტვირთების გადაზიდვაზე
  • თქვენზე მორგებული ტარიფები

Დახმარება მჭირდება ?

გაქვთ შეკითხვები ან გჭირდებათ დახმარება თქვენი ლოჯისტიკის საჭიროებებთან დაკავშირებით? ჩვენი გუნდი აქ არის დასახმარებლად.

შესრულებული პროექტები