სამუზეუმო ექსპონატებისა და ხელოვნების ნიმუშების შეფუთვისა და გადაზიდვის სერვისი

Toptrans გთავაზობთ სამუზეუმო ექსპონატების, ნახატების, ქანდაკებების, არტეფაქტების და სხვა კულტურული და მატერიალური ძეგლების შეფუთვისა და საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას.

ჩვენი სერვისი მოიცავს:

1. პროექტის მართვა და დაგეგმვა:​

Toptrans-ის გამოცდილი გუნდი ტრანსპორტირების პროცესის ყველა ასპექტს დაგეგმავს შეუფერხებელი გადაზიდვის უზრუნველსაყოფად.

ამაში შედის:

  • წინასწარი კონსულტაცია;
  • გადაზიდვის განრიგის შედგენა;
  • რისკების შეფასება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შედგენა;
  • კოორდინაცია გადაზიდვის პროცესში ჩართულ მხარეებთან, მათ შორის მუზეუმებთან, საბაჟო მოხელეებთან და სატრანსპორტო პარტნიორებთან.

2. ტვირთის შეფუთვა და მარკირება:

ხელოვნების ნიმუშების შეფუთვა ხორციელდება საერთაშორისო პრაქტიკის ნორმების დაცვით, რათა მინიმალიზირებული იყოს ტვირთის დაზიანების რისკი ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე.

ამაში შედის:

  • შესაფუთი მასალის გამოყენება, რომელიც ხელოვნების ნიმუშს/სამუზეუმო ექსპონატს გარე ფაქტორებისგან და ფიზიკური დაზიანებისგან დაიცავს;
  • დეტალური მარკირება და ინვენტარის მართვა ხელოვნების ნიმუშის/არტეფაქტის მონიტორინგისთვის

3. ტრანსპორტირების რეჟიმი:

  • საჰაერო ან სახმელეთო გადაზიდვის მომსახურება;
  • სპეციალიზებული სატრანსპორტო აღჭურვილობა, მათ შორის ტემპერატურის კონტროლის მქონე კონტეინერები მგრძნობიარე არტეფაქტებისთვის.

4. ხელოვნების ნიმუშების დაცვა:

Toptrans აცნობიერებს სამუზეუმო კოლექციების უნიკალურ ღირებულებასა და მნიშვნელობას, ამიტომ გთავაზობთ აღნიშნული ტვირთის დაცვის მომსახურებას.

ამასი შედის:

  • სპეციალიზებული შესაფუთი ყუთებისა და კონტეინერების შემუშავება, რომლებიც შექმნილია ვიბრაციისა და დარტყმითი ძალის შესამცირებლად;
  • უსაფრთხოების პროტოკოლებისა და მონიტორინგის სისტემების ინტეგრაცია.

5. ხელოვნების ნიმუშების დაზღვევა:

ტვირთის მეტი დაცულობისთვის კლიენტებს ვთავაზობთ ორმაგი დაზღვევის სერვისს, რომელიც აერთიანებს ქართული და ევროპული სადაზღვეო კომპანიების მომსახურებას.

  • გამართული დაცვის სისტემა
  • ტვირთის დაზღვევა
  • გამართული კომუნიკაცია მუზეუმებთან, საბაჟოებთან, ტერმინალებთან და პორტებთან
  • კონფიდენციალობის დაცვა
  • გამართული სასაწყობე მომსახურებები
  • ტვირთის გადაზიდვისთვის საჭირო ტექნიკა
  • ნებართვების მოპოვებაზე პასუხისმგებლობის აღება
  • გრაფიკების შეთანხმება
  • კლიენტზე მორგებული ტარიფის შედგენა

Დახმარება მჭირდება ?

გაქვთ შეკითხვები ან გჭირდებათ დახმარება თქვენი ლოჯისტიკის საჭიროებებთან დაკავშირებით? ჩვენი გუნდი აქ არის დასახმარებლად.

შესრულებული პროექტები