ტვირთის სახმელეთო გადაზიდვა (ევროპა)

ტვირთის სახმელეთო გადაზიდვა ევროპის მასშტაბით

ტვირთების სახმელეთო გადაზიდვები ევროპის ქვეყნებში TopTrans-სთვის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებაა. კომპანია ფლობს ავტოპარკს, ასევე სპეციალურ ტექნიკას მძიმეწონიანი/არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირებისათვის.
კონსოლიდირებული გადაზიდვის შემთხვევაში ხდება რამოდენიმე მომხმარებლის ტვირთის განთავსება საერთო კონტეინერში ან სატვირთო ავტომობილში. ასეთი სახის სატრანსპორტო სერვისი საშუალებას იძლევა მომხმარებლის დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდეს.
  • ტვირთის მახასიათებლებისა და დანიშნულების წერტილის მიხედვით მარშრუტის შედგენა
  • მარშრუტისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალების შერჩევა
  • პარტნიორებთან შეთანხმება სატრანზიტო ქვეყნებში
  • სატრანსპორტო შეთავაზების მიღება

ტრანსპორტირების ეტაპები ითვალისწინებს:

კონსოლიდირებული ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება ტვირთის თავისებურების, წარმოშობის ქვეყნის და საბოლოო დანიშნულების ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე.
გადაზიდვის პირველი ეტაპზე ხორციელდება საჭირო სატრანსპორტო საშუალების შერჩევა, ტვირთის აღების ორგანიზება და მიწოდება ტრანზიტულ საწყობში. რაც, შესაძლებლობას გვაძლევს მოვახდინოთ ტვირთის კონსოლიდირება სხვა ტვირთებთან. შემდეგ ეტაპზე კი, ხორციელდება სრული სატვირთო ავტომანქანით ტრანსპორტირება მისი საბოლოო მიწოდების ადგილზე.

ასევე, ვახორციელებთ ტვირთის სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას, ტრანზიტული საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფას და საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის სერთიფიკატების მომზადებას.
აგრეთვე, ვასრულებთ ტვირთის სათანადო შეფუთვას და მარკირებას (საჭიროებიდან გამომდინარე).

სასაწყობე მომსახურება მოიცავს ტვირთის შენახვას, დატვირთვა-გადატვირთვას, მარკირებას და ტრანსპორტირებისთვის მომზადებას. ეს სერვისები შესაძლებლობას ქმნის მოხდეს სატრანსპორტო შეკვეთის შესრულება. ასევე, გთავაზობთ ხანგრძლივი პერიოდით ტვირთის დასაწყობებას მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე.

ეს პროცედურები მოიცავს ტვირთის გადატვირთვას სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებაში: სატვირთო მანქანები, გემები, მატარებლები და თვითმფრინავები. ასევე მათ გადატანას საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში. სწორად ჩატარებული დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცედურები აუცილებელია ტვირთის უსაფრთხო, ეფექტური და დროული გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
რაც შემდეგ სერვისებს ითვალისწინებს:

1. დაგეგმვა და ორგანიზება
ჩატვირთვამდე ჩვენი სპეციალისტები ახორციელებენ ტვირთის განთავსებას კონკრეტულ სივრცეში მისი წონის განაწილებისა და სიმყარის გათვალისწინებით.

2. აღჭურვილობა და ხელსაწყოები
დატვირთვის პროცესის გასამარტივებლად ჩვენ ვიყენებთ შესაბამის აღჭურვილობას: ურიკები, სპეც. ამწეები, სპეც. ქამრები, ხის კონსტრუქციები და დასატვირთი პანდუსები. ზემოაღნიშნული ხელსაწყოები და საწყობის კვალიფიციური მუშაკების ერთობლიობა უზრუნველყოფს უსაფრთხო დატვირთვისა და ტრანსპორტირების შესაძლებლობას გადაზიდვის შემდეგ ეტაპებზე.

3. დატვირთვის პროცედურა
დატვირთვის პროცედურა მოიცავს წონის გადანაწილებას სატვირთო ავტომობილში ან კონტეინერში რათა, არ მოხდეს ერთი მხარის გადაწონვა ან სატვირთო ავტომობილის ღერძებზე არასათანადო დატვირთვა . TopTrans-ი უზრუნველყოფს წონის ლიმიტებისა და დატვირთვის განაწილების საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვით.

ტვირთის დასაფიქსირებლად გამოიყენება შესაბამისი სამაგრები, თასმები, ბადეები და ბლოკირების მასალები. რათა, ტრანსპორტირების დროს არ მოხდეს ტვირთის დაზიანება.

TopTrans უზრუნველყოფს კვალიფიციური ბროკერის მომსახურებას რაც გურისხმობს, ტვირთის ნებისმიერ საბაჟო რეჟიმში მოქცევას ტვირთის საჭიროების შესაბამისად.
ბროკერი ახორციელებს:

  • ტვირთის აღრიცხვა
  • ტვირთის დასურათებას დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში
  • მძღოლთან და მომხმარებელთან კომუნიკაცია
  • საბაჟო დოკუმენტაციის შემოწმება
  • საბაჟო ოპერაციების განხორციელება

მომხმარებელს ვთავაზოთ ტვირთის ორმაგი დაზღვევის შესაძლებლობას, რომელიც აერთიანებს, როგორც ადგილობრივ ასევე სხვა ავტორიტეტული ევროპული სადაზღვეო კომპანიების მომსახურებებს.

Toptrans-ის ფლობს სატრანსპორტო საშუალების მრავალ სახეობას. ტვირთის მახასიათებლებიდან გამომდინარე გამოიყენება თანამედროვე სატვირთო ავტომობილები: ტენტიანი, სპეციალიზებული ბაქნის და მრავალღერძიანი ჰიდრავლიკურ მოდულარული მისაბმელები.
ჩვენი მომხმარებლები სატრანსპორტო პერიოდში იღებენ ინფორმაციას ტვირთის მდებარეობისა და საბოლოო დანიშნულების ადგილზე მისი მიწოდების საორიენტაციო თარიღის შესახებ.
  • საკუთარი ავტოპარკი
  • ავტორიტეტული საერთაშორისო სატრანსპორტო პარტნიორები
  • თანამედროვე საწყობების კავშირები მსოფლიოს მასშტაბით
  • ტვირთის დაზღვევის სერვისი
  • სრული პასუხისმგებლობა ტვირთების გადაზიდვაზე
  • თქვენზე მორგებული ტარიფები

Დახმარება მჭირდება ?

გაქვთ შეკითხვები ან გჭირდებათ დახმარება თქვენი ლოჯისტიკის საჭიროებებთან დაკავშირებით? ჩვენი გუნდი აქ არის დასახმარებლად.

შესრულებული პროექტები