ჩვენ შესახებ

  1. მთავარი
  2. ჩვენ შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება TopTrans-ში

TopTrans არის 7-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც ახორციელებს ყველა სახის ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვას. ვგულისხმობთ სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვებს. მიღებული გამოცდილებისა და ჩვენი გუნდის მუშაობის წყალობით მოვახერხეთ ახალი სერვისების დამატება და სატრანსპორტო ქსელის გაფართოება. შევიძინეთ ერთგული და სანდო პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

transportation img 1
წლიანი გამოცდილება
0 +
transportation img 2

მიზანი

ჩვენი მიზანია, კლიენტებსა და პარტნიორებს შევთავაზოთ მაღალხარისხიანი, მრავალფეროვანი, სანდო და სწრაფი მომსახურება მისაღებ ფასად. ასევე მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ტვირთის დაცული და უპრობლემო გადაზიდვა სასურველ მიმართულებებზე.

მიმართულებები

ვახორციელებთ საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვას ყველა შესაძლო მიმართულებაზე, მათ შორისაა ევროკავშირის ქვეყნები, თურქეთი, შუა აზიის სახელმწიფოები, უკრაინა, რუსეთი, ჩინეთი და ა.შ.

დაზღვევა

ჩვენ კლიენტებს ტვირთის დაზღვევის სარფიან პირობებს ვთავაზობთ. საამისოდ რამდენიმე სადაზღვეო კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. მეტი დაცულობისთვის ჩვენი პროდუქტები ევროპული სადაზღვეო კომპანიების მიერაა გადაზღვეული.

თანამშრომლების რაოდენობა

ჩვენი კომპანიის ძირითად ბირთვს, თანადამფუძნებლების ჩათვლით, 15 თანამშრომელი წარმოადგენს. 

მომსახურების ღირებულება:

საბოლოო ტარიფს განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები:

  • ტვირთის ინდივიდუალური მახასიათებლები
  • მარშრუტი
  • ტრანსპორტირების ტიპი
  • დამატებითი სერვისები

გაეცანით TopTrans-ის დამფუძნებლებს

ორი მეგობარი რომელიც საერთო ხედვით გაერთიანდა

IMG 0246 JPG

ზურა კვარაცხელია

აღმასრულებელი დირექტორი


მოკლე ბიოგრაფია:
2015-2016 წ.წ. - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობას იკავებდა საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიაში.
2020 წ. – Transplace-ის დამფუძნებელი და ხელმღვანელი გახდა.
2021 წ. – Sofgama-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
2016 წელს თავის მეგობართან, ვლადიმერ გელაშვილთან ერთად, დააფუძნა კომპანია Silk logistics group (Toptrans-ი 2022 წლიდან) და დღემდე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა უკავია პარტნიორთან ერთად.

IMG 0263 JPG

ვლადიმერ გელაშვილი

კომერციული დირექტორი


მოკლე ბიოგრაფია:
2004-2005 წ.წ. - ამ პერიოდში მუშაობდა მებაჟედ, ცვლის უფროსად საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლო“-ში.
2005-2008 წ.წ. - საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალე“-ში უფროსის მოადგილესა და უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას იკავებდა.
2008-2011 წ.წ. – „ლივო გრუპი ლოჯისტიკის“ დეპარტამენტის უფროსის (სასაწყობე მეურნეობა და ტრანსპორტი) პოზიციას იკავებდა.
2011-2016 წ.წ. – „ გოსელინ ჯორჯია“-ს ტრანსპორტის და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო. 2016 წელს თავის მეგობართან, ზურა კვარაცხელიასთან ერთად, დააფუძნა კომპანია Silk logistics group (Toptrans-ი 2022 წლიდან) და დღემდე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა უკავია პარტნიორთან ერთად.

მოდი, ვისაუბროთ

თქვენი მოთხოვნები გამოგვიგზავნეთ და ჩვენ დაუყოვნებლივ გიპასუხებთ