სასაწყობე მომსახურება

სასაწყობე მომსახურება

„ Toptrans” – ი გთავაზობთ ტვირთის დროებით და გრძელვადიანი შენახვის სერვისს როგორც საბაჟო ასევე არასაბაჟო საწყობებში, ასევე ტვირთის პროფესიონალურ შეფუთვას , შემდგომში მისი უსაფრთხო გადაზიდვის მიზნით.

აღნიშნული სერვისი გულისხმობს ტვირთის როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან შენახვის მომსახურებას, საბაჟო თუ არასაბაჟო საწყობებში საქართველოს მასტაბით.

ტვირთვის შეფუთვა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრონველყოფს ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებას.

ასევე ხორციელდება ტვირთის მარკირება, რაც უზრუნველყოფს მის დანიშნულების ადგილზე მისვლისას მარტივ იდენტიფიკაციას.

საჭიროების შემთხვევაში მოხდება ტვირთის დახარისხება და დაყოფა მისი მახასიათებლების, ტრანსპორტის საჭიროებებისა და სხვა ასპექტების გათვალისწინებით. საწყობი ასევე უზრუნველყოფს ტვირთის გადამუშავებას, იქნება ეს მარკირება თუ სხვა მოქმედებები.

ვთავაზობთ ტემპერატურის კონტროლის მქონე საწყობებს თერმომოგრძნობიარე ტვირთისთვის, როგორიცაა მალფუჭებადი საქონელი, ფარმაცევტული პროდუქცია ან ქიმიკატები.

საწყობი უზრუნველყოფს ტვირთის დაცვას ქურდობისგან, დაზიანებებისგან და გარემოს ზემოქმედებისგან.

საწყობი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვეტარით და უსაფრთხობის საშუალებებით

1) წვდომის კონტროლი
– ავტორიზებული პერსონალისთვის წვდომის შეზღუდვა.

– საშვის სისტემის, ელექტრონული საკეტების ან ბიომეტრიული წვდომის კონტროლის დანერგვა.

– ავტორიზებული პერსონალის სიის რეგულარული შემოწმება და განახლება.

2) მეთვალყურეობა და მონიტორინგი
– მოძრაობის სენსორებისა და სიგნალიზაციის გამოყენება საეჭვო აქტივობის გამოსავლენად.

– 24/7 მონიტორინგის სისტემის დანერგვა, რომელიც დისტანციურად, რეალური დროის რეჟიმში კლიენტს საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.

Დახმარება მჭირდება ?

გაქვთ შეკითხვები ან გჭირდებათ დახმარება თქვენი ლოჯისტიკის საჭიროებებთან დაკავშირებით? ჩვენი გუნდი აქ არის დასახმარებლად.

შესრულებული პროექტები