საბაჟო-საბროკერო მომსახურება

საბაჟო-საბროკერო მომსახურება

TopTrans იზრუნებს ყველა საჭირო საბუთის წარმოებასა და საბაჟო პროცედურის წარმოებას ნებისმიერ ტერმინალში.

– ტვირთის ინვოისი
გამოიყენება ტვირთის საბაჟო გაფორმების , შეფასებისა და დაბეგვრის მიზნით.

– სატრანსპორტო ზედნადები
CMR- სახმელეთო ზედნადები, Bill Of Loading- საზღვაო ზედნადები, Airway Bill- ავია ზედნადების მომზადება საერთაშორისო წესბის შესაბამისად მომზადება

– შეფუთვის ფურცელი
შეიცავს ისეთ დეტალებს, როგორებიცაა ნივთების სახელები, რაოდენობა, წონა, ზომები და ნებისმიერი სპეციალური დამუშავების ინსტრუქცია.

– წარმოშობის სერთიფიკატი
საჭიროა განბაჟების, სავაჭრო ხელშეკრულებებისა და ტარიფის განსაზღვრისათვის.

– იმპორტისა და ექსპორტის ნებართვები
ადასტურებს, რომ ტვირთი ექსპორტისა და იმპორტის რეგულაციებს შეესაბამება.

– საბაჟო დეკლარაციები
მოიცავს დეტალებს, როგორიცაა კლასიფიკაცია, ღირებულება, წარმოშობა და გადასახადის გადახდა.

ჩვენი ექსპერტები ამოწმებენ საბაჟო და სავაჭრო რეგულაციების დაცვას, იქნება ეს საიმპორტო შეზღუდვები, კვოტები, ლიცენციები იმპორტზე და ა.შ..

აღნიშნულ სერვისში შედის ურთიერთქმედება საბაჟო ორგანოებთან, ტვირთის სწორი და სწრაფი გაფორმების უზრუნველყოფა.

ეს ეტაპი ითვალისწინებს:
– საბაჟო დეკლარაციის წარდგენას
– საბაჟო ორგანოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას
– საბაჟო ოფიცრების ნებისმიერი მოთხოვნის განხილვასc

ჩვენი ექსპერტები აკვირდებიან ცვლილებებს საბაჟო და სავაჭრო კანონმდებლობაში და ამის შესახებ ინფორმაციას კლიენტებს აწვდიან.

TopTrans-ის ექსპერტები გამოთვლიან იმპორტის შესაბამის გადასახადებსა და მოსაკრებლებს სატარიფო კლასიფიკაციისა და იმპორტირებული ტვირთის ღირებულების მიხედვით.

TopTrans-ის სპეციალისტები ადგენენ პოტენციურ რისკებსა და პრობლემებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საბაჟოზე ტვირთის შეჩერება, ჯარიმები ან დავა. ისინი აძლევენ რეკომენდაციებს ამ რისკების შესამცირებლად.

TopTrans-ის სპეციალისტები კონკრეტული სფეროსა და ტვირთის ტიპის მიხედვით აძლევენ რჩევებს ვაჭრობის რეგულირების და ბაჟის გადახდის შესახებ.

Დახმარება მჭირდება ?

გაქვთ შეკითხვები ან გჭირდებათ დახმარება თქვენი ლოჯისტიკის საჭიროებებთან დაკავშირებით? ჩვენი გუნდი აქ არის დასახმარებლად.

შესრულებული პროექტები