მსუბუქი მანქანის დამაგრების მომსახურება

მსუბუქი მანქანის დამაგრების მომსახურება

თუ გეგმავთ მსუბუქი ავტო მანქანის  შორ მანძილზე ტრანსპორტირებას. ის მოიცავს მანქანის დამაგრებას სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე, იქნება ეს საავტომობილო მისაბმელი, სარკინიგზო ვაგონი ან გემი.

მანქანის დამაგრებისთვის ვიყენებთ სპეციალურ სისტემებს, მათ შორისაა:
1) ბორბლების  ან საბურავების სამაგრები.
2) სამაგრი ღვედი, რათა მოხდეს მანქანის მიმაგრება გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე.
3) ბორბლების ჩამკეტები ტვირთის გადაადგილების თავიდან ასაცილებლად.

ჩვენმა გამოცდილკმა სპეციალისტებმა იციან, როგორ უნდა განხორციელდეს მსუბუქი მანქანის დამაგრება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო ტრანსპორტირებას და ამცირებს დაზიანების რისკს ტრანსპორტირებისას

დამაგრების ტიპი ინდივიდუალურად განისაზღვრება მსუბუქი მანქანის მახასიათებლებითა და მისი ტრანსპორტირების ტიპით.

ნაკაწრებისა და მანქანის კორპუსის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ დამცავ სარჩულს ან პენოპლასტს იმ ადგილებში, სადაც სამაგრები მანქანასთან კონტაქტში შედის.

ტრანსპორტირების ტიპიდან და ამინდის პირობებიდან გამომდინარე, ჩვენ ვფარავთ მანქანებს ამინდის მიმართ მდგრადი ბრეზენტებით ან დამცავი საფარით, რათა დავიცვათ ისინი წვიმისგან, მტვრისგან და სხვა ზემოქმედებისგან.

მსუბუქი მანქანის დამაგრება ხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ნორმების შესაბამისად.

გადაზიდვამდე და გადაზიდვის გარკვეულ ეტაპებზე ხდება დამაგრების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება.

Დახმარება მჭირდება ?

გაქვთ შეკითხვები ან გჭირდებათ დახმარება თქვენი ლოჯისტიკის საჭიროებებთან დაკავშირებით? ჩვენი გუნდი აქ არის დასახმარებლად.

შესრულებული პროექტები