top of page

სასაწყობე მომსახურება

Distribution Warehouse with High Shelves

„ Toptrans” - ი გთავაზობთ ტვირთის  დროებით და გრძელვადიანი შენახვის სერვისს როგორც საბაჟო ასევე არასაბაჟო  საწყობებში,  ასევე ტვირთის პროფესიონალურ შეფუთვას , შემდგომში მისი უსაფრთხო გადაზიდვის მიზნით.

 

  • ტვირთის დროებითი და გრძელვადიანი შენახვა  

აღნიშნული სერვისი გულისხმობს ტვირთის როგორც მოკლევადიან ასევე გრძელვადიან შენახვის მომსახურებას, საბაჟო თუ არასაბაჟო საწყობებში საქართველოს მასტაბით.
 

  • ტვირთის შეფუთვა  

ტვირთვის შეფუთვა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრონველყოფს ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირებას.

ასევე ხორციელდება ტვირთის მარკირება, რაც უზრუნველყოფს მის დანიშნულების ადგილზე მისვლისას  მარტივ იდენტიფიკაციას.   

 

  • ტვირთის დახარისხება

საჭიროების შემთხვევაში მოხდება ტვირთის დახარისხება და დაყოფა მისი მახასიათებლების, ტრანსპორტის საჭიროებებისა და სხვა ასპექტების გათვალისწინებით. საწყობი ასევე უზრუნველყოფს ტვირთის გადამუშავებას, იქნება ეს მარკირება თუ სხვა მოქმედებები.

 

  • შენახვა სპეც. ტემპერატურული კონტროლით 

ვთავაზობთ ტემპერატურის კონტროლის მქონე საწყობებს თერმომოგრძნობიარე ტვირთისთვის, როგორიცაა მალფუჭებადი საქონელი, ფარმაცევტული პროდუქცია  ან ქიმიკატები.

 

 

  • ტვირთის დაცვა და უსაფრთხოება

საწყობი უზრუნველყოფს ტვირთის დაცვას ქურდობისგან, დაზიანებებისგან და გარემოს ზემოქმედებისგან. 

საწყობი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვეტარით და უსაფრთხობის საშუალებებით  

 

1) წვდომის კონტროლი 

- ავტორიზებული პერსონალისთვის წვდომის შეზღუდვა. 

- საშვის სისტემის, ელექტრონული საკეტების ან ბიომეტრიული წვდომის კონტროლის დანერგვა.

- ავტორიზებული პერსონალის სიის რეგულარული შემოწმება და განახლება. 

 

2) მეთვალყურეობა და მონიტორინგი 

- მოძრაობის სენსორებისა და სიგნალიზაციის გამოყენება საეჭვო აქტივობის გამოსავლენად. 

- 24/7 მონიტორინგის სისტემის დანერგვა, რომელიც დისტანციურად, რეალური დროის რეჟიმში კლიენტს საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.

მიიღე შეთავაზება

გამოგვიგზავნეთ თქვენი სატრანსპორტო მოთხოვნა და ჩვენ მყისიერად გიპასუხებთ

bottom of page