top of page

სარკინიგზო გადაზიდვები შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით

Image by Akshay Nanavati

TopTrans უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ტვირთის (საკონტეინერო, სავაგონო და არაგაბარიტული) სარკინიგზო გადაზიდვებს ფოთისა და ბათუმის პორტებიდან  შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით.  

  • სარკინიგზო სავაგონო და საკონტეინერო გადაზდვები  

გთავაზობთ სარკინიგზო ტვირთის გადაზიდვას როგორც,  კონტეინერებით ასევე სარკინიგზო (დახურული) ვაგონებით და პლათფორმებით. 
 

1. კონსულტაცია და დაგეგმ 

მომხმარებელს ვუწევთ კონსულტაციას გადაზიდვის ადრეულ ეტაპზე სწორი სატრანსპორტო საშუალების შერჩევის მიზნით.  
 

2. ეკონომიურობა   

სარკინიგზო ტრანსპორტი სახმელეთო ტრანსპოპრტთან შედარებით მნიშვნელოვნად ეკონომიურია. ასევე, იძლევა საშუალებას გადაიზიდოს მძიმე წონის ტვირთები რომლის გადაზიდვაც სახმელეთო ტრანსპორტით შეუძლებელია.
 

3. ტვირთის დასაწყობება 

სასაწყობე მომსახურება მოიცავს ტვირთის შენახვას, დატვირთვა-გადატვირთვას, მარკირებას და ტრანსპორტირებისთვის მომზადებას. ასევე, გთავაზობთ ხანგრძლივი პერიოდით ტვირთის დასაწყობებას  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ტერმინალებსა და საწყობებში.
 

4. გადაზიდვის პროცესის მონიტორინგი  

 ჩვენი მომხმარებლები სატრანსპორტო პერიოდში იღებენ ინფორმაციას ტვირთის მდებარეობისა და საბოლოო დანიშნულების ადგილზე მისი მიწოდების საორიენტაციო თარიღის შესახებ. 
 

5. ტვირთის დაზღვევა  

მომხმარებელს ვთავაზოთ ტვირთის ორმაგი დაზღვევის შესაძლებლობას, რომელიც აერთიანებს, როგორც ადგილობრივ ასევე სხვა ავტორიტეტული ევროპული სადაზღვეო კომპანიების მომსახურებებს.

 

  • არაგაბარიტული სარკინიგზო ტვირთის გადაზიდვა 

TopTrans გთავაზობთ არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვას, რომლის ზომა სტანდარტულ სარკინიგზო ვაგონებში ან/და სტანდარტულ კონტეინერებში არ თავსდება. 

1. არაგაბარიტული ტვირთის მომზადება  

ამ ეტაპზე გთავაზობთ, არაგაბარიტული ტვირთის დამაგრების ტიპის განსაზღვრა, დატვირთვა/გადატვირთვისთვის საჭირო ტექნიკის ორგანიზება და შესაფერისი სარკინიგზო ჩიხის შერჩევა. 
 

2. არაგაბარიტული ტვირთის დამაგრება/საინჟინრო მომსახურება  

Toptrans-ი უზრუნველყოფს არაგაბარიტული ტვირთის საიმედო დამაგრებას. მათ შორის, საინჟინრო გადაწყვეტების შეთავაზებას, საჭირო სამაგრი საშუალებების მიწოდებასა და ინსტალაციას.
 

3. მარშრუტის დადგენასა და გეგმარებას  

ჩვენი ლოჯისტიკური მენეჯერები უზრუნველყოფენ ოპტიმალური მარშუტის შერჩევასა და დაგეგმვას, რადგან მოხდეს არაგაბარიტული ტვირთის თავისებურებებიდან გამომდინარე შესაძლო შეფერხებების თავიდან აცილება. 
 

4. არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვის ნებართვები  

Toptrans-ი ახორციელებს არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ნებართვებისა და სერტიფიკატების წარდგენას სარკინიგზო კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებში.  
 

5. ტვირთის დაზღვევას  

ტვირთის მეტი დაცულობისთვის კლიენტებს ვთავაზობთ ორმაგი დაზღვევის სერვისს, რომელიც აერთიანებს ქართულ და ევროპული სადაზღვეო კომპანიები მომსახურებას. 
 

6. საბაჟო-საბროკერო მომსახურება 

TopTrans უზრუნველყოფს კვალიფიციური ბროკერის მომსახურებას რაც გურისხმობს, ტვირთის ნებისმიერ საბაჟო რეჟიმში მოქცევას ტვირთის საჭიროების შესაბამისად.
ბროკერი ახორციელებს: 

  • ტვირთის აღრიცხვა

  • ტვირთის დასურათებას დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში

  • მძღოლთან და მომხმარებელთან კომუნიკაცია

  • საბაჟო დოკუმენტაციის შემოწმება

  • საბაჟო ოპერაციების განხორციელება

ჩვენი უპირატესობები:

  • ვაგონების ადგილმდებარეობის მონიტორინგი 

  • არაგაბარიტული/არასტანდარტული ტვირთების გადაზიდვის პირობები  

  • გამართული სასაწყობე მომსახურება 

  • პარტნიორების ფართო ქსელი შუა აზიის ქვეყნებში 

  • გამართული კომუნიკაცია შუა აზიის ქვეყნების საბაჟოებთან  

  • კლიენტზე მორგებული ტარიფის შედგენა 

  • ტვირთის დაზღვევა 

  • კონსულტაციები გადაზიდვის პროცესის ყველა ეტაპზე 

მიიღე შეთავაზება

გამოგვიგზავნეთ თქვენი სატრანსპორტო მოთხოვნა და ჩვენ მყისიერად გიპასუხებთ

bottom of page