top of page

არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვის მომსახურება

TopTrans სპეციალიზებულია იმ ტვირთების გადაზიდვებზე, რომლების ზომის, ფორმისა თუ წონის გამო სტანდარტულ მისაბმელში ან კონტეინერში ვერ თავსდება. 

პროცესის შესამსუბუქებლად და უპრობლემო გადაზიდვის უზრუნველსაყოფად გთავაზობთ: 

   1. მარშრუტის შედგენა და დაგეგმარება  

ამაში შედის დემონტაჟი, უფრო მცირე ნაწილებად დაშლა, შეფუთვა და სპეციალიზებულ სატრანსპორტო საშუალებაზე მიმაგრება.

   2. ტვირთის მომზადება   

ზოგიერთმა გზამ ან ხიდმა შეიძლება ვერ გაატაროს დიდ ტვირთი, შესაბამისად, ვითვალისწინებთ და კლიენტთან ერთად ვირჩევთ მარშრუტებს, სადაც იქნება უზრუნველყოფილი არაგაბარიტული ტვირთების ეფექტური და უსაფრთხო გადაზიდვა. 

​   3. არაგაბარიტული ტვირთების ჩატვირთვა/ დამაგრება და საინჟინრო მომსახურება   

არაგაბარიტული ტვირთების გადასაზიდად ჩვენ ვიყენებთ ნახევარმისაბმელებს, მომატებული ტვირთამწეობის მქონე პლატფორმებსა და სხვა გადასაზიდ საშუალებას. 

   4. ნებართვების მომზადება  

არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა დამატებით ნებართვას ითხოვს სარკინიგზო კომპანიების, სახელმწიფო ორგანოებისგან და სხვა ინსტანციებისგან. საჭიროებისამებრ ჩვენი სპეციალისტები შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდებიან. 

   5. არაგაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირება   

ჩვენი ინჟინრები მუშაობენ სპეციალურ სტრუქტურებსა და სისტემებზე, რათა უზრუნველყონ უზარმაზარი ტვირთის განთავსება პლატფორმებზე. ამაში იგულისხმება ისეთი აღჭურვილობის უზრუნველყოფა, როგორებიცაა გამოსაწევი მისაბმელები და ამწეები.

​   6. არაგაბარიტული ტვირთის ესკორტ სერვისი 

ზომისა და მარშრუტის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ თანმხლები მანქანები, რომლებიც ტვირთის გადაზიდვის პროცესის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. 

   8. ტვირთის დაზღვევა    

ტვირთის მეტი დაცულობისთვის კლიენტებს ვთავაზობთ ორმაგი დაზღვევის სერვისს, რომელიც აერთიანებს ქართულ და ევროპული სადაზღვეო კომპანიები მომსახურებას.

   9. მონიტორინგი 

ჩვენი მომხმარებლები სატრანსპორტო პერიოდში იღებენ ინფორმაციას ტვირთის მდებარეობისა და საბოლოო დანიშნულების ადგილზე მისი მიწოდების საორიენტაციო თარიღის შესახებ.

ჩვენი უპირატესობები

  • საკუთარი ავტოპარკი

  • ავტორიტეტული საერთაშორისო სატრანსპორტო პარტნიორები

  • თანამედროვე საწყობების კავშირები მსოფლიოს მასშტაბით

  • ტვირთის დაზღვევის სერვისი

  • სრული პასუხისმგებლობა ტვირთების გადაზიდვაზე

  • თქვენზე მორგებული ტარიფები 

მიიღე შეთავაზება

გამოგვიგზავნეთ თქვენი სატრანსპორტო მოთხოვნა და ჩვენ მყისიერად გიპასუხებთ

bottom of page