top of page

ტვირთის პროფესიონალური შეფუთვის  მომსახურება

ტვირთის შეფუთვა საჭიროა მისი უსაფრთხო გადატანის უზრუნველსაყოფად. პროფესიონალური შეფუთვა ერთადერთი საშუალებაა ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვისათვის შორ თუ ახლო მანძილებზე ტრანსპორტირებისას , მნიშვნოლვანია ასევე ყუთების მარკირება და აღრიცხვა  , რას საშუალებას იძლევა ტვირთის მოდეიდენთიფიცირების მიზნით ,  როგორც მისი გადაზიდვის საწყის ეტაპზე, ასევე მის საბოლოო მიტანის ადგილებზე .

 

შეფუთვი სერვისი გულისხმობს :
 

  •  კონსულტაცია ( უფასო სერვისი)

ჩვენი გამოცდილი სპეციალისტი სატრანსპორტო ციკლის დაწყებამდე,  ადგილზე შეაფასებს  ტვირთის მახასიათებლებს, როგორიცაა  ზომა, წონა, ტვირთის რაობა და მისი საორიენტაციო მოცულობა , ეს   საჭირო პროცედურაა , რადგან მასზე დაყრდნობით ხორციელდება სატრანპორტო მარშრუტების გათვლა და საფასე შეთავაზების მომზადება.

 

  • ტვირთისთვის განკუთვნილი სპეც. შესაფუთი მასალის არჩევა და გამოყენება

შესაფუთი მასალის არჩევისას გათვალისწიებულია ტვირთის ყველა მახასიათებელი, მისი სიმყარისა და მსხვრევადობის ფაქტორების გათვალისწინებით და თითოეულ მათგანზე სწორი შესაფუთი მასალა შეირჩევა.

 

შესაფუთი მასალის სახეობები:
  1. გოფრირებული მუყაო - შესაფერისია მსუბუქი და ზომიერად მყიფე ნივთებისთვის. ის უზრუნველყოფს დაცვას მცირე წონის დაწოლის ფაქტორისაგან , სატრანსპორტო საშუალებაში მისი დატირთისას.

  2. პალეტები - იდეალურია მძიმე, დიდი ზომის  ნივთებისთვის. უზრუნველყოფს საიმედო დაცვას.

  3. პენოპლასტის შეფუთვა - უზრუნველყოფს  დაცვას მყიფე ნივთებისა და ელექტრონიკისთვის.

  4. ბუშტულებიანი პოლიეთიტელინის ფირი - გამოიყენება მსხვრვადი ნივთების შესაფუთად .

  5. პოლიეთილენის თერმომარეგულირებელი შეფუთვა - წარმოადგენს უკეთეს დაცვას ამინდის მავნე ზეგავლენისგან

  6. პოლიესტერის გრანულები - მსუბუქი მასალა, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის დაცვასა და მხარდაჭერას.

  7. VCI შეფუთვა - გამოიყენება ლითონის პროდუქცია კოროზიისგან დასაცავად.

  8. დასამაგრებელი  ლენტი - გამოიყენება ყუთების დალუქვისა და პლატფორმაზე ტვირთის დასამაგრებლად.

  9. ხის დიდი ზომის ან სპეციალური ზომის ყუთები (კრეიტები)-

საშუალებას იძლევა, უკვე შეფუთული მცირე ზომის ტვირტის განსათავსებლად, რაც მისი შიგთვსის დაზიანების ალბათობას ამცირებს - მსგავსი ყუთები ასევე გამოიყენება მოტოცილების და მოტოროლერების უსაფრთხოდა ტვირთვისა და  ტრანსპორტირებისთვის.
 

  • დამცავი შესაფუთი საშუალებების საშუალებები:

წყლის, წვიმის ან კონდენსატისზემოქმედებისადმი მგრძნობიარე ტვირთებისთვის გამოიყეება სპეციალური შესაფუთი მასალები, რომელიც აფერხებს წყლის ან მტვერის მოხვედრას შეფუთვის შიგთავსში .

.

 

  • შეფუთვების საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა

საერთაშორისო გადაზიდვებში მნიშვნეოვანია რომ ტვითის შეფუთვა შეესაბამებოდეს სატრანზიტო ქვეყნების წესებსა და საერთაშორისო რეგულაციებს, რადგან არასწორი მასალის გამოყენებამ შესაძლოაშექმნას პრობლემები როგორც სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო ასევე მათ ფიტო და ვეტ კონტროლის განმახორციელებელ   სამსახურებთან.

მიიღე შეთავაზება

გამოგვიგზავნეთ თქვენი სატრანსპორტო მოთხოვნა და ჩვენ მყისიერად გიპასუხებთ

bottom of page