top of page

ტვირთის სახმელეთო გადაზიდვა ცენტრალურ აზიაში 

eng.jpg

ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტვირთის სახმელეთო გადაზიდვა Toptrans-ის ერთ-ერთ მთავარ სერვისს წარმოადგენს. ჩვენ ვფლობთ ავტოპარკსა და სპეციალიზებულ აღჭურვილობას მძიმე და არაგაბაიტული ტვირთების შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის. მომხმარებლის საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე ჩვენ  ყველაზე მოსახერხებელ და ეკონომიურ მარშრუტებს ვირჩევთ.

ჩვენი ძირითადი მიმართულებები: ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი.


-  კონსოლიდირებული ტვირთების გადაზიდვა ცენტრალურ აზიაში

კონსოლიდირებული გადაზიდვის შემთხვევაში ხდება რამოდენიმე მომხმარებლის ტვირთის განთავსება საერთო კონტეინერში ან სატვირთო ავტომობილში. ასეთი სახის სატრანსპორტო სერვისი საშუალებას იძლევა მომხმარებლის დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდეს.
 

კონსულტაციის ეტაპზე გთავაზობთ:

  • ტვირთის მახასიათებლებისა და დანიშნულების წერტილის მიხედვით მარშრუტის შედგენა

  • მარშრუტისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალების შერჩევა

  • პარტნიორებთან შეთანხმება სატრანზიტო ქვეყნებში 

  • სატრანსპორტო შეთავაზების მიღება  


ტრანსპორტირების ეტაპები ითვალისწინებს: 
 

  • ტვირთების კონსოლიდაცია 

 კონსოლიდირებული ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება ტვირთის თავისებურების, წარმოშობის ქვეყნის და საბოლოო დანიშნულების ადგილის სპეციფიკიდან გამომდინარე. 
გადაზიდვის პირველი ეტაპზე ხორციელდება საჭირო სატრანსპორტო საშუალების შერჩევა, ტვირთის აღების ორგანიზება და მიწოდება ტრანზიტულ საწყობში. რაც, შესაძლებლობას გვაძლევს მოვახდინოთ ტვირთის კონსოლიდირება სხვა ტვირთებთან. შემდეგ ეტაპზე კი, ხორციელდება სრული სატვირთო ავტომანქანით ტრანსპორტირება მისი საბოლოო მიწოდების ადგილზე.

ასევე, ვახორციელებთ ტვირთის სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას, ტრანზიტული საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფას და საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის სერთიფიკატების მომზადებას.
აგრეთვე, ვასრულებთ ტვირთის სათანადო შეფუთვას და მარკირებას (საჭიროებიდან გამომდინარე). 

 

  • სასაწყობე მომსახურება  

სასაწყობე მომსახურება მოიცავს ტვირთის შენახვას, დატვირთვა-გადატვირთვას, მარკირებასა და ტრანსპორტირებისთვის მომზადებას. ეს სერვისები შესაძლებლობას ქმნის მოხდეს სატრანსპორტო შეკვეთის შესრულება. ასევე, გთავაზობთ ხანგრძლივი პერიოდით ტვირთის დასაწყობებას მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე.
 

  • დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცედურები

ეს პროცედურები მოიცავს ტვირთის გადატვირთვას სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებაში: სატვირთო მანქანები, გემები, მატარებლები და თვითმფრინავები. ასევე მათ გადატანას საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში. სწორად ჩატარებული დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცედურები აუცილებელია ტვირთის უსაფრთხო, ეფექტური და დროული გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
რაც შემდეგ სერვისებს ითვალისწინებს: 
 

1. დაგეგმვა და ორგანიზება 

ჩატვირთვამდე ჩვენი სპეციალისტები ახორციელებენ ტვირთის განთავსებას კონკრეტულ სივრცეში მისი წონის განაწილებისა და სიმყარის გათვალისწინებით.
 

2. აღჭურვილობა და ხელსაწყოები 

დატვირთვის პროცესის გასამარტივებლად ჩვენ ვიყენებთ შესაბამის აღჭურვილობას: ურიკები, სპეც. ამწეები, სპეც. ქამრები, ხის კონსტრუქციები და დასატვირთი პანდუსები. ზემოაღნიშნული ხელსაწყოები და საწყობის კვალიფიციური მუშაკების ერთობლიობა უზრუნველყოფს უსაფრთხო დატვირთვისა და ტრანსპორტირების შესაძლებლობას გადაზიდვის შემდეგ ეტაპებზე.
 

3. დატვირთვის პროცედურა 

დატვირთვის პროცედურა მოიცავს წონის გადანაწილებას სატვირთო ავტომობილში ან კონტეინერში რათა, არ მოხდეს ერთი მხარის გადაწონვა ან სატვირთო ავტომობილის ღერძებზე არასათანადო დატვირთვა . Toptrans-ი უზრუნველყოფს წონის ლიმიტებისა და დატვირთვის განაწილების საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვით. 

ტვირთის დასაფიქსირებლად გამოიყენება შესაბამისი სამაგრები, თასმები, ბადეები და ბლოკირების მასალები. რათა, ტრანსპორტირების დროს არ მოხდეს ტვირთის დაზიანება. 
 

  • საბაჟო-საბროკერო მომსახურება  

Toptrans უზრუნველყოფს კვალიფიციური ბროკერის მომსახურებას რაც გურისხმობს, ტვირთის ნებისმიერ საბაჟო რეჟიმში მოქცევას ტვირთის საჭიროების შესაბამისად.
ბროკერი ახორციელებს: 

  • ტვირთის აღრიცხვა

  • ტვირთის დასურათებას დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში

  • მძღოლთან და მომხმარებელთან კომუნიკაცია

  • საბაჟო დოკუმენტაციის შემოწმება

  • საბაჟო ოპერაციების განხორციელება
     

  • ტვირთის დაზღვევა  

მომხმარებელს ვთავაზოთ ტვირთის ორმაგი დაზღვევის შესაძლებლობას, რომელიც აერთიანებს, როგორც ადგილობრივ ასევე სხვა ავტორიტეტული ევროპული სადაზღვეო კომპანიების მომსახურებებს.

  • ავტოპარკი 

Toptrans-ის ფლობს სატრანსპორტო საშუალების მრავალ სახეობას. ტვირთის მახასიათებლებიდან გამომდინარე გამოიყენება თანამედროვე სატვირთო ავტომობილები: ტენტიანი, სპეციალიზებული ბაქნის და მრავალღერძიანი ჰიდრავლიკურ მოდულარული მისაბმელები
 

  • გადაზიდვის პროცესის მონიტორინგი 

 ჩვენი მომხმარებლები სატრანსპორტო პერიოდში იღებენ ინფორმაციას ტვირთის მდებარეობისა და საბოლოო დანიშნულების ადგილზე მისი მიწოდების საორიენტაციო თარიღის შესახებ. 
 

ჩვენი უპირატესობები: 

  • საკუთარი ავტოპარკი

  • ავტორიტეტული საერთაშორისო სატრანსპორტო პარტნიორები

  • თანამედროვე საწყობების კავშირები მსოფლიოს მასშტაბით

  • ტვირთის დაზღვევის სერვისი

  • სრული პასუხისმგებლობა ტვირთების გადაზიდვაზე

  • თქვენზე მორგებული ტარიფები 

მიიღე შეთავაზება

გამოგვიგზავნეთ თქვენი სატრანსპორტო მოთხოვნა და ჩვენ მყისიერად გიპასუხებთ

bottom of page