top of page

საზღვაო გადაზიდვა მსოფლიოს ნებისმიერი პორტიდან

Container Ship

TopTrans საზღვაო ხაზების მეშვეობით გთავაზობთ ტვირთის გადაზიდვას მსოფლიოს ნებისმიერი პორტიდან. ჩვენი ლოგისტიკის მენეჯერები ოპტიმალურ სატრანსპორტო მარშუტს შემოგთავაზებენ, სადაც გათვალისწინებული იქნება ტვირთის თავისებურებები, გადაზიდვის ვადები და ბიუჯეტი.    

  • საზღვაო გადაზიდვები სრულად დატვირთული კონტეინერებით (FCL)   

Toptrans-ი ახორციელებს ტვირთის საზღვაო ტრანსპორტირებას სრულად დატვირთული კონტეინერებით: 
 

1. პორტებში ან/და მომწოდებლის საწყობებში ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის პროცედურა

ამ ეტაპზე ხორციელდება ცარიელი კონტეინერების მიტანა მომწოდებლის საწყობებში და ტვირთების სახმელეთო გადაზიდვა საზღვაო პორტამდე, ტვირთის შემდგომში საზღვაო გზით ტრანსპორტირების მიზნით.
ასევე, ხორციელდება საიმპორტო კონტეინერების გადმოტვირთვა გემიდან საკონტეინერო ტერმინალებში. შემდეგ კი, სახმელეთო გადაზიდვა სატვირთო ავტომობილებით, მისი საბოლოო დანიშნულების ადგილზე მიწოდების მიზნით.  
 

2. ტვირთების დასაწყობება  

სასაწყობე მომსახურება მოიცავს ტვირთის შენახვას, დატვირთვა-გადატვირთვას, მარკირებას და ტრანსპორტირებისთვის მომზადებას საკონტეინერო ტერმინალებში. ასევე, გთავაზობთ ხანგრძლივი პერიოდით ტვირთის დასაწყობებას სხვადასხვა ტიპის დაცულ საწყობებსა და ტერმინალებში:
1. საბაჟო ან არასაბაჟო 
2.  ღია ან დახურული ტიპის სათავსებში
 

3. FCL ტრანსპორტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება 

ჩვენ ვამზადებთ საზღვაო გადაზიდვისათვის საჭირო დოკუმენტაციას:

1. სპეციალური ინსრუქციების მიწოდებას საზღვაო ხაზებისათვის
2. საზღვაო ზედდებული (კონოსამენტი) მომზადება

3. VGM სერტიფიკატის ატვირთვა

4. საზღვაო და სატერმინალო ფრახტების გადახდა
 

4. ტვირთის დაზღვევა 

მომხმარებელს ვთავაზოთ ტვირთის ორმაგი დაზღვევის შესაძლებლობას, რომელიც აერთიანებს, როგორც ადგილობრივ ასევე სხვა ავტორიტეტული ევროპული სადაზღვეო კომპანიების მომსახურებებს.
 

5. ტვირთის მიწოდება 

ჩვენ ვახორციელებთ პორტიდან მიღებული კონტეინერების სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვა ტვირთის საბოლოო მიწოდების ადგილამდე.
 

  • LCL- საკონტეინერო კონსოლიდირებული გადაზიდვები    

FCL-სგან განსხვავებით ეს სერვისი განკუთვნილია მცირე მოცულობის ტვირთისათვის, რომელიც კონტეინერში სხვა ტვირტებთან ერთად თავსდება.  

1. ტვირთების კონსოლიდირება

კონსოლიდირებული გადაზიდვის შემთხვევაში ხდება რამოდენიმე მომწოდებლის ტვირთის განთავსება საერთო კონტეინერში. ასეთი სახის სატრანსპორტო სერვისი საშუალებას იძლევა მომხმარებლის დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდეს.
 

2. ტვირთის შეფუთვა და მარკირება 

ვახორციელებთ ტვირთების შეფუთვას მათი უსაფრთხო ტრანსპორტირების მიზნით. ასევე,  ვუზრუნველყოფთ მარკირებას მისი შემდგომში იდენტიფიცირების მიზნით.
 

3. დოკუმენტაციის მომზადება 

LCL- გადაზიდვების შემთხვევაში ვამზადებთ საზღვაო გადაზიდვისათვის საჭირო დოკუმენტაციას:

1. სპეციალური ინსრუქციების მიწოდებას საზღვაო ხაზებისათვის
2. საზღვაო ზედდებული (კონოსამენტი) მომზადება

3. VGM სერტიფიკატის ატვირთვა

4. საზღვაო და სატერმინალო ფრახტების გადახდა

5. შეფუთვის დოკუმენტი
 

4. გადაზიდვის პროცესის მონიტორინგი 

 ჩვენი მომხმარებლები სატრანსპორტო პერიოდში იღებენ ინფორმაციას ტვირთის მდებარეობისა და საბოლოო დანიშნულების ადგილზე მისი მიწოდების საორიენტაციო თარიღის შესახებ. 
 

5. ტვირთის დაზღვევა 

ჩვენს სერვისში შედის ორმაგი დაზღვევა, რომელის აერთიანებს ქართული და ევროპული სადაზღვეო კომპანიების მომსახურეობებს.

6. ტვირთის მიწოდება 
ჩვენ ვახორციელებთ პორტიდან მიღებული კონტეინერების სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვა ტვირთის საბოლოო მიწოდების ადგილამდე.

მიიღე შეთავაზება

გამოგვიგზავნეთ თქვენი სატრანსპორტო მოთხოვნა და ჩვენ მყისიერად გიპასუხებთ

bottom of page