top of page

შიდა გადაზიდვის მომსახურება

TopTrans სხვა მომსახურებებთან ერთად გთავაზობთ საქართველოს ტერიტორიაზე შიდა გადაზიდვის საშუალებას.

კლიენტის განკარგულებაშია ჩვენი ავტოპარკი. ტრანსპორტის შერჩევა ხდება  ტვირთის მახასიათებლებიდან გამომდინარე: მისი ტიპის, მისი ზომებისა და წონის, ასევე ობიექტის განლაგების მიხედვით. ეს შეიძლება სხვადასხვა მოცულობის  სატვირთო მანქანები, დაცლის და დატვირთვის ავტომატური მართვადი მანქანები (AGV) და სხვა.

 

  • კონსულტაცია და მარშრუტის შედგენა  

TopTrans-ის სპეციალისტები მოგაწოდებენ საუკეთესო მარშრუტს, შესაბამისი პირობების გათვალისწინებით , ტვირთის უმოკლეს დროში და უსაფრთხო გადაზიდვის პროცესში.

 

  • მონიტორინგი  

მომხმარებელი  მიიღებს ინფორმაციას ტვირთის მდგომარეობისა და ადგილმდებარეობის შესახებ.

 

1.  თვალყურის დევნებას რეალურ დროის რეჟიმში

ჩვენ ვიყენებთ მონიტორინგის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს რეალური დროის რეჟიმში ინფორმაციის განახლებას ტვირთის ტრანსპორტირებისა და მისი ადგილმდებარეობის შესახებ.

2. მძღოლის საქმიანობის მონიტორინგს

ჩვენ ვაკვირდებით მძღოლების მუშაობას, რამდენად იცავენ გრაფიკსა და უსაფრთხოების წესებს.

3. მანქანების მდგომარეობის შემოწმებასა და ტექნიკურ მომსახურებას

ჩვენ ვამოწმებთ გადაზიდვებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების გამართულობას და ტექნიკურ მდგომარეობას. ეს ამცირებს ავარიების რისკს და უზრუნველყოფს ტრანსპორტის დროულად შეკეთებას. 

4. შეტყობინებების მიღების სერვისს

საგანგაშო, კრიტიკული მდგომარეობისთვის ჩვენი გუნდი იყენებს ავტომატურ გაფრთხილებებსა და შეტყობინებებს. მათი დახმარებით მომხმარებელი მიიღებს ინფორმაციას, მაგალითად, დაგვიანებების, ავარიების ან სხვა შეფერხების შესახებ.

 

  • ტვირთის დაზღვევას  

კლიენტს ავარჩევინებთ ხელსაყრელ სადაზღვეო პაკეტს ქართულ პროვაიდერებთან მისი მოთხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. 

 

  • მანქანის შემოწმებას 

ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ მანქანებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი მუშა მდგომარეობაში არიან. ასეთი პრევენციული ოპერაციები ამცირებს ავარიის ან ტექნიკური გაუმართაობის რისკს.

 

  • დატვირთვის ოპტიმიზაციას 

ჩვენ უზრუნველვყოფთ მანქანების ოპტიმალურ დატვირთვას, რათა თავიდან ავიცილოთ მისი გადატვირთვა და ამით გამოწვეული ტვირთის დაზიანება. 

  • ინტეგრაციას სხვა პროცესებთან 

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ შიდა გადაზიდვის სერვისები მიწოდების ჯაჭვის სხვა პროცესებთან ისე, რომ ყველაფერმა შეუფერხებლად იმუშაოს.

მიიღე შეთავაზება

გამოგვიგზავნეთ თქვენი სატრანსპორტო მოთხოვნა და ჩვენ მყისიერად გიპასუხებთ

bottom of page