top of page

საბაჟო-საბროკერო მომსახურება

glc-customs-brokerage.jpg

TopTrans იზრუნებს ყველა საჭირო საბუთის წარმოებასა და საბაჟო პროცედურის წარმოებას ნებისმიერ ტერმინალში.

  • დოკუმენტების მომზადება  

კვალიფიციური საბაჟო ბროკერის მომსახურებას , რაც გულისხმობს ტვირთის ნებისმიერ საბაჯო რეჟიმში მოქცევას , ასევე სპეციალური დოკუმენტაციის მომზადებას და საბაჟო გაფოპრმების ოპერაციების ჩატარებას .

- ტვირთის ინვოისი

გამოიყენება ტვირთის საბაჟო გაფორმების , შეფასებისა და დაბეგვრის მიზნით. 
 

- სატრანსპორტო ზედნადები  

CMR- სახმელეთო ზედნადები, Bill Of Loading- საზღვაო ზედნადები, Airway Bill- ავია ზედნადების მომზადება საერთაშორისო წესბის შესაბამისად მომზადება

 

- შეფუთვის ფურცელი

შეიცავს ისეთ დეტალებს, როგორებიცაა ნივთების სახელები, რაოდენობა, წონა, ზომები და ნებისმიერი სპეციალური დამუშავების ინსტრუქცია.

 

- წარმოშობის სერთიფიკატი 

საჭიროა განბაჟების, სავაჭრო ხელშეკრულებებისა და ტარიფის განსაზღვრისათვის. 

 

- იმპორტისა და ექსპორტის ნებართვები 

ადასტურებს, რომ ტვირთი  ექსპორტისა და იმპორტის რეგულაციებს შეესაბამება.

 

- საბაჟო დეკლარაციები 

მოიცავს დეტალებს, როგორიცაა კლასიფიკაცია, ღირებულება, წარმოშობა და გადასახადის გადახდა.

 

  • რეგულაციების დაცვის კონტროლი 

ჩვენი ექსპერტები ამოწმებენ საბაჟო და სავაჭრო რეგულაციების დაცვას, იქნება ეს საიმპორტო შეზღუდვები, კვოტები, ლიცენციები იმპორტზე და ა.შ..

  • საბაჟოებთან ურთიერთობა

აღნიშნულ სერვისში შედის ურთიერთქმედება საბაჟო ორგანოებთან, ტვირთის სწორი და სწრაფი გაფორმების უზრუნველყოფა. 

ეს ეტაპი ითვალისწინებს: 

- საბაჟო დეკლარაციის წარდგენას 
- საბაჟო ორგანოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას
- საბაჟო ოფიცრების ნებისმიერი მოთხოვნის განხილვას

 

  • საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი  

ჩვენი ექსპერტები აკვირდებიან ცვლილებებს საბაჟო და სავაჭრო კანონმდებლობაში და ამის შესახებ ინფორმაციას კლიენტებს აწვდიან.

 

  • გადასახადების  გაანგარიშება 

TopTrans-ის ექსპერტები გამოთვლიან იმპორტის შესაბამის გადასახადებსა და მოსაკრებლებს სატარიფო კლასიფიკაციისა და იმპორტირებული ტვირთის ღირებულების მიხედვით. 

 

  • რისკების მართვა

TopTrans-ის სპეციალისტები ადგენენ პოტენციურ რისკებსა და პრობლემებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საბაჟოზე ტვირთის შეჩერება, ჯარიმები ან დავა. ისინი აძლევენ რეკომენდაციებს ამ რისკების შესამცირებლად.

 

  • კონსულტაციები და რჩევები 

TopTrans-ის სპეციალისტები კონკრეტული სფეროსა და ტვირთის ტიპის მიხედვით აძლევენ რჩევებს ვაჭრობის რეგულირების და ბაჟის გადახდის შესახებ. 

მიიღე შეთავაზება

გამოგვიგზავნეთ თქვენი სატრანსპორტო მოთხოვნა და ჩვენ მყისიერად გიპასუხებთ

bottom of page